|
2017-10-18 11:09:04, 2024 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის გენპროკურორი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომიტინგეების უსაფრთხოება უზრუნველვყოთ, კარვების დაშლას ადგილი არ ექნება
უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა უმაღლეს რადასთან მომიტინგეების უსაფრთხოება უზრუნველყოს, - ამის შესახებ გენერალური პროკურორი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც ლუცენკომ აღნიშნა, მომიტინგეების მიერ გაშლილი კარვების აღებას არავინ აპირებს. "მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ჩატარების უფლება - მაიდანის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა. ხელისუფლება მოთმინებით ასრულებს ყველაფერს, იმისათვის, რომ კონსტიტუციის ეს ნორმა შეასრულოს. ზუსტად ვიცი და თავის დროზე ამას დავამტკიცებ კიდევაც, რომ აქციის ორგანიზატორების ნაწილმა ფსონი პროვოკაციებზე დადო. სპეცსამსახურებს ჰქონდათ ინფორმაცია და დადგინდა, რომ მომიტინგეებს შორის მყოფმა არაკანონიერი ფორმირებების წევრებმა იარაღი შეისყიდეს. სწორედ ამით იყო განპირობებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უსაფრთხოების ზომების გაძლიერება. მათი მოვალეობაა დაიცვან მომიტინგეები, კიევიც და ქვეყანაც. კარვების დაშლას ადგილი არ ექნება. თუმცა პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად და მომიტინგეების უსაფრთხოების მიზნით, ტერიტორიაზე შესვლა სპეციალური მეტალოდეტექტორის გავლით იქნება შესაძლებელი. ქვეყანაში ნებისმიერი სახის ცვლილებებისთვის საჭიროა პოლიტიკური დიალოგი. ძალადობა ქვეყანას დაღუპავს", - წერს იური ლუცენკო. ცნობისთვის, გუშინ უმაღლეს რადასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაზე მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა. ადგილზე სულ 3 500 პოლიციელი იყო მობილიზებული. ოპოზიციური პარტიები და მათ მხარდამჭერები სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას, ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას და საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას ითხოვდნენ. მოგვიანებით მომიტინგეებმა ტერიტორიაზე კარვები გაშალეს. დღეს ადგილზე 200-მდე მომიტინგე იმყოფება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)