|
2017-10-17 13:46:22, 2106 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობას კარდაკარ ხვდება
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბირბიჩაძე მოსახლეობას კარდაკარ ხვდება. კანდიდატი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები წარუდგინა და სამომავლო გეგმები გააცნო. გიორგი ბირბიჩაძის თქმით, წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების სრულად მოგვარება მომავალ ოთხ წელიწადში, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნება, თუმცა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის პროგრამული ხედვა, სწორედ, არსებული გამოწვევების დროულად და ეფექტურად დაძლევაზეა ორიენტირებული და გამარჯვების მოპოვების შემდეგ როგორც თბილისში, ისე მის თითოეულ რაიონში ხელშესახები და თვალსაჩინო ცვლილებები განხორციელდება. „ჩვენ არ ვხუჭავთ თვალს არსებულ გამოწვევებზე და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. საჭიროა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სწორად აფასებდნენ საჭიროებებს და ადეკვატურად, დროულად რეაგირებდნენ ხალხის ხმაზე. ადგილობრივი თვითმმართველობის მთავარი როლიც, სწორედ, ეს არის - ჩვენ ხალხთან ერთად უნდა ვმართოთ მოვაგვაროთ ლოკალური პრობლემები. ვაკეს, როგორც დედაქალაქის ცენტრალურ რაიონს, უმნიშვნელოვანესი როლი აქვს სიცოცხლით სავსე თბილისის შენებაში, სწორედ ამიტომ, გპირდებით, მაქსიმუმს გავაკეთებ ჩემს გუნდთან ერთად არსებული პრობლემების მოსაგვარებლად - თბილისელები მალე იგრძნობენ იმ სიკეთეებს, რასაც ახალი მმართველი გუნდი მოუტანს ქალაქ“, - აღნიშნა გიორგი ბირბიჩაძემ მოსახლეობასთან შეხვედრებისას. (NS)
პოლიციამ ბერლინში ლგბტ პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტერორისტი მოკლა
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)