23:18 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-01 16:37:07, 444 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი: ისე დავგეგმეთ, რომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციური ვადის გამოყენება, ხელს არ შეგვიშლის

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თეა წულუკიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე დაგეგმილი ვიზიტების შესახებ ისაუბრეს.

როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერს აინტერესებდა, პრეზიდენტის მიერ ვადის გამოყენება რაიმე დაგეგმილი ვიზიტის გადადებას ხომ არ გამოიწვევდა და უხერხულობას ხომ არ შექმნიდა. თეა წულუკიანის მტკიცებით, ვიზიტები ისე დაგეგმეს. რომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციური ვადის გამოყენებით, მთავრობის მუშაობაში ხელი არ შეეშლება.

„ჩვენ შევიკრიბეთ მთელი მთავრობა პრემიერის მეთაურობით, რომ მომავალი კვირის სამუშაო გრაფიკი განგვეხილა, რომელიც ძალიან დატვირთულია. იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას გამოიყენებს, სანამ პრემიერის მიერ წარდგენილ სიას პარლამენტში გადააგზავნის, თითოეულ მინისტრთან გავიარეთ, პრეზიდენტის მიერ ვადის გამოყენება, რაიმე გრაფიკში ხელს ხომ არ შეგვიშლიდა და უხერხულობას ხომ არ შექმნიდა. ისე დავგეგმეთ, რომ ჩვენ ხელი არ შეგვეშლება იმით, რომ პრეზიდენტი თავის ვადას იყენებს. ჩვენ ვართ უფლებამოსილი მინისტრები, პარლამენტმა ნდობა ბევრი თვის წინ გამოგვიცხადა. უბრალოდ გავაგრძელებთ მუშაობას. იმ კვირაში ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე საზღვარგარეთ ბევრი მინისტრი მივდივართ და ეს ვიზიტი ვერ და არ გაუქმდება. რიგის სამიტია 20-ში, EBRD-ის ღონისძიებებია პარასკევიდან“, - განაცხადა თეა წულუკიანმა და დასძინა, რომ პრეზიდენტისთვის წარდგენილი მინისტრების სია არ შეიცვლება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics