|
2017-10-16 18:33:55, 2221 ნახვა
მსოფლიო
კლინტონი: WikiLeaks-ი რუსული დაზვერვის ინსტრუმენტია - მათ ტრამპის გამარჯვება სურდათ
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ჰილარი კლინტონის განცხადებით, ინტერნეტ საიტი WikiLeaks-ი რუსული დაზვერვის ინსტრუმენტია, - ამის შესახებ დემოკრატიული პარტიის წევრმა ABC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ჰილარი კლინტონის შეფასებით, საიტის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი "ფსონს დიქტატორ ვლადიმერ პუტინზე დებს". "სამწუხაროდ, WikiLeaks-ი რუსული სპეცსამსახურების ფილიალად იქცა და მთლიანად რუსული დაზვერვის სამსახურს ემორჩილება. საიტის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი კი ნიჰილისტი ოპორტუნისტია, რომელიც ფსონს დიქტატორ პუტინზე დებს“, - აღნიშნა კლინტონმა. კლინტონის თქმით, რუსეთმა WikiLeaks-ი მის წინააღმდეგ გამოიყენა, იმისათვის, რომ არჩევნებში რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს მოეგო. ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა დასძინა, რომ საიტს საიდუმლო დოკუმენტები რუსეთის შესახებ არასდროს გაუვრცელებია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)