|
2017-10-14 17:29:45, 2295 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა შეცდომით, აშშ-ის ვირჯინიის კუნძულების გუბერნატორს პრეზიდენტი უწოდა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მორიგ გაუგებრობაში გაეხვია და მისივე თქმით, არარსებულ პრეზიდენტს შეხვდა, - ამის შესახებ CNN იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, „Values Voter Summit“-ის კონფერენციაზე ტრამპმა განაცხადა, რომ ვირჯინიის კუნძულების პრეზიდენტს შეხვდა. აღნიშნული განცხადება არ იქნებოდა ისეთი საყურადღებო, რომ არა ერთი ფაქტი - ვირჯინიის კუნძულებს ამერიკა განაგებს. შესაბამისად კუნძულების პრეზიდენტი დონალდ ტრამპია. „მე ვიყავი ტეხასში, ფლორიდაში, ლუიზიანაში და წავედი პუერტო-რიკოში, ასევე შევხვდი ვიჯინიის კუნძულების პრეზიდენტს“, - განაცხადა ტრამპმა შეხვდრაზე. მოგვიანებით თეთრი სახლის ლიდერმა დამსწრე საზოგადოებას უამბო, თუ როგორ უმკლავდება რეგიონი სტიქიის შედეგებს. მოგვიანებით, თეთრმა სახლმა ოფიციალური პრესრელიზი გაავრცელა, სადაც სიტყვა "პრეზიდენტი", "გუბერნატორით" ჩაანაცვლა. ცნობისთვის, აშშ-ის ვირჯინის კუნძულები, კარიბის ზღვაში კუნძულების ჯგუფია, რომელიც აშშ-ის ტერიტორიას დაწარმოადგენს . აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დონალდ ტრამპი "გეოგრაფიულ" შეცდომას უშვებს. ერთი თვის წინ, ტრამპმა ნიუ-იორკში აფრიკული სახელმწიფოების პრეზიდენტებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას „ნამბია" ახსენა. ტრამპის თქმით, „ნამბიას" განვითარებადი ჯანდაცვის სისტემა აქვს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)