|
2017-10-13 21:13:31, 2281 ნახვა
პოლიტიკა
უილსონი: საქართველოს პრეზიდენტი ეფექტიანად ახმოვანებს ქვეყნის პოზიციებს საერთაშორისო ასპარეზზე
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამერიკის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი დეიმონ უილსონი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დეიმონ უილსონს საქართველოს სახელმწიფო ჯილდო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზებაში, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის ხელშეწყობისა და საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადაეცა. მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დეიმონ უილსონი საქართველოს დიდი მეგობარია, ადამიანი, რომელმაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გამოხატა და იმუშავა ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისათვის. „ამ სულისკვეთებითა და ემოციით, მე მას გადავცემ უმაღლეს ჯილდოს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. დეიმონ უილსონმა მადლობა გადაუხადა გიორგი მარგველაშვილს მისი საქმიანობის დაფასებისათვის და განაცხადა, რომ აღნიშნული ჯილდო, მისთვის გამოწვევაცაა. "ჩემი კარიერის მანძილზე, მე მქონდა შესაძლებლობა მემუშავა საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. მე ვმუშაობდი თეთრ სახლში საქართველოსათვის ძალიან მძიმე დღეებში, როდესაც რუსული სამხედრო თვითმფრინავები ბომბავდნენ ამ ქვეყანას და მე მქონდა გრძნობა, რომ არ დაგვისრულებია ჩვენი მუშაობა საქართველოსთან ალიანსის ჩამოყალიბებისა და ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით.ატლანტიკურ საბჭოში მუშაობის პროცესში კვლავ ამ საქმის ერთგული ვრჩები. ჩემთვის პატივია ასეთი ჯილდოს მიღება ჩემი საქმიანობისათვის და დიდად მადლიერი ვარ ამისათვის, მაგრამ ეს ჯილდო, ჩემთვის გამოწვევაცაა, რომ ჩვენი ჯერ კიდევ არ დაგვისრულებია მუშაობა და მტკიცედ ვხედავთ საქართველოს, როგორც დასავლეთის ნაწილს ჩვენი ალიანსის ფარგლებში და მისი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების თვალსაზრისით. მადლობა გადავუხადე პრეზიდენტს მისი ხელმძღვანელობისათვის; ის სიმამაცით და ეფექტიანად ახმოვანებს საქართველოს პოზიციებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე და ბევრს აკეთებს საქართველოს წარმოჩენისათვის, რითიც ძალიან ვამაყობთ", - აღნიშნა უილსონმა.
პოლიციამ ბერლინში ლგბტ პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტერორისტი მოკლა
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)