|
2017-10-12 19:19:43, 1879 ნახვა
პოლიტიკა
კამათი პარლამენტში - ეკა ბესელიამ დეპუტატებს მიკროფონი გაუთიშა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ, უმრავლესობის წარმომადგენლებმა და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ იკამათეს. „ბევრი ადამიანისგან განსხვავებით, მე არასოდეს გავმხდარვარ რომელიმე პარტიის წევრი, რომ ბოლო ნომრად შევსულიყავი საქართველოს პარლამენტში“, - ხმაური ანა დოლიძის ამ განცხადებას მოჰყვა, რომელიც მან მმართველი გუნდის წევრ ანრი ოხანაშვილის მისამართით გააკეთა. მანამდე, ანრი ოხანაშვილმა ანა დოლიძეს ჰკითხა, ხომ არ წარმოადგენდა რომელიმე ოპოზიციურ პარტიას. ანა დოლიძე პიროვნულ შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს. სხდომის თავმჯდომარემ მას და პოლემიკის მონაწილე ყველა დეპუტატს მიკროფონი გაუთიშა. „პიროვნული დაპირისპირების ველი არ არის პარლამენტის დარბაზი, პარლამენტი არის პოლიტიკური პროცესის, სამართლებრივი პროცესის ადგილი“,- აღნიშნა ბესელიამ. ამასთან, უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის წარმომადგენელი ყველანაირ მანიპულაციას იყენებს იმისთვის, რომ ქართველი ხალხის მირ არჩეულ დეპუტატებს კითხვებზე პასუხი არ გასცეს.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)