|
2017-10-12 19:04:04, 2062 ნახვა
პოლიტიკა
ზარდიაშვილი დოლიძეს: საცოდაობით ვიწვები, როგორ უხერხულ მდგომარეობაში ხართ
მმართველი გუნდის წევრის ვანო ზარდიაშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე „უაზრო მოტივირებული შენიშვნების გამო, უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო“. ამის შესახებ ზარდიაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ. საპარლამენტო უმრავლესობა ანა დოლიძეს შენიშვნებთან დაკავშირებით არგუმენტებს უწუნებს: „დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ანას, რომ მან აღიარა, რომ ეს არ არის ერთპარტიული მხარდაჭერა და არის ხუთპარტიული მხარდაჭერა, მან აღიარა, რომ პრეზიდენტი ვითომ კონსესუსის მომხრე, პირდაპირი მნიშვნელობით ატყუებდა საზოგადოებას და დიდი მადლობა ამისთვის, რომ აღიარეთ. ის პარტიები, რომლებმაც პუტინი-მედვედევის მმართველობა გადმოიღეს კონსტიტუციაში, კოპირება გააკეთეს მმართველობის რუსული მოდელის, ის პარტიები გვესაუბრებიან ჩვენ ნიშნის მოგებით და ის პარტიები გიზით თქვენ ვითომ ე.წ. 20 პარტიაში, რომლებმაც ეს ჩვენს წინა პრეზიდენტს გაუპრავეს. დავიჯერო, ასეთი მნიშვნელოვანია თქვენთვის მაგ პარტიების მოსაზრება, ვიდრე ამ 5 პარტიის?! ქალბატონო ანა, გიყურებთ და საცოდაობით ვიწვები, როგორ უხერხულ მდგომარეობაში ხართ კვალიფიციური იურისტი პრეზიდენტის უაზრო მოტივირებული შენიშვნების გამო. მართლა თანაგიგრძნობთ, არ ვისურვებდი თქვენს ადგილას ყოფნას“,-აღნიშნა ვანო ზარდიაშვილმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)