|
2017-10-12 18:38:03, 2208 ნახვა
მსოფლიო
აშშ UNESCO-ს ტოვებს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა UNESCO-ს ორგანიზაციის დატოვების თაობაზე ოფიციალური განცხადებით მიმართა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, გადაწყვეტილება 2018 წლის 31 დეკემბერს შევა ძალაში. "ეს იყო რთული გადაწყვეტილება და ის ამერიკის შეშფოთებას ასახავს, რომელიც UNESCO-ში არსებულ ვალებს, ფუნდამენტური რეფორმების საჭიროებებს და ისრაელის წინააღმდეგ არსებულ პოზიციებს უკავშირდება", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. აღნიშნულს UNESCO-ს ხელმძღვანელობა უკვე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "აშშ-ის ორგანიზაციის დატოვების გადაწყვეტილება სამწუხაროა". ცნობისთვის, 8 ივლისს ისრაელში მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ჰებრონის ძველი ქალაქი და პატრიარქთა სამარხები UNESCO-მ კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში პალესტინური ძეგლის სტატუსით შეიყვანა. ამ ფაქტს ისრაელის მთავრობის მხრიდან მწვავე შეფასება მოჰყვა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)