23:08 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-01 11:39:25, 481 ნახვა

საზოგადოება
შშმ პირმა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში სტაჟირება დაასრულა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა სტაჟირება დაასრულა.

ჯემალ ჭელიძე უწყებაში სტაჟირების კურსს მიმდინარე წლის 2 მარტიდან 1 მაისამდე გადიოდა.

სტაჟირების წარმატებით გავლისთვის დღეს კურსდამთავრებულს მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ სერტიფიკატი გადასცა.

„ეს ერთობლივი პროექტია ჩვენი და არასამთავრობო ორგანიზაციების. გვინდა, რომ სამინისტროს ბაზაზე სტაჟირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა მომავალ წელსაც გაიარონ. ჩვენ მათ გადავცემთ იმ ცოდნას და გამოცდილებას რაც გაგვაჩნია. მათი საჯარო სამსახურში სტაჟირება კარგი სასტარტო პირობაა კონკურსში მონაწილეობისა და დასაქმებისათვის. ბატონი ჯემალი ამის კარგი მაგალითია, ის აქტიურად თანამშრომლობდა ყველა დეპარტამენტთან, მიიღო მაქსიმალური ინფორმაცია სამინისტროს საქმიანობისა და საჯარო სამსახურის სპეციფიკის შესახებ, შეიძინა თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება“,-აღნიშნა ნუგზარ სურმანიძემ.

ჯემალ ჭელიძე პროფესიით რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგია. მან სტაჟირება სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფაგლებში გაიარა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სამინისტროს, ა(ა)იპ ,,ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის", ა(ა)იპ ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებებისათვის", ა(ა)იპ ,,აბროგაცია"-სა და ა(ა)იპ ,,Art Way"-ს შორის 2015 წლის 26 თებერვალს გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში 2015 წლის სექტემბერში სტაჟირებას სამინისტროში კიდევ ერთი შშმ პირი გაივლის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics