|
2017-10-11 15:12:54, 2085 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე: არსებული გამოწვევების ფონზე, ევროკავშირთან უსაფრთხოების დიალოგი ძალიან დროული ნაბიჯია
საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში მნიშვნელოვანი როლი უკავია და თანამშრომლობს ისეთ საკითხებში, როგორიცაა ტრეფიკინგი, რადიკალიზაცია, ექსტრიმიზმი, ორგანიზებული დანაშაული, თუ სხვა. ჯანელიძის შეფასებით, დღევანდელი გამოწვევების ფონზე, საქართველო-ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის დაწყება ძალიან დროული და მნიშვნელოვანი ნაბიჯია: "მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ რეგიონში ევროკავშირის ერთ-ერთი ძლიერი მოკავშირე და უსაფრთხოების პარტნიორი. ჩვენ მნიშვნელოვან როლს ვიკავებთ ზოგადად ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში და ვთანამშრომლობთ ისეთ საკითხებში, როგორიცაა ტრეფიკინგი, რადიკალიზაცია, ექსტრიმიზმი, ორგანიზებული დანაშაული, თუ სხვა. ასევე საქართველო ჩართულია ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში, საკუთარი წვლილი შეაქვს როგორც ევროპაში, ისე მთელ მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცების საქმეში. დღევანდელი გამოწვევების ფონზე, ეს დიალოგი არის ძალიან დროული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს დიალოგი უზრუნველყოფს უსაფრთხოების საკითხებში უფრო მჭიდრო ინტეგრაციას ევროკავშირთან და შესაბამისად, მივესალმებით ამ ძალიან მნიშვნელოვან ახალ და გაღრმავებულ ფორმატს. რა თქმა უნდა, ეს დიალოგი შეეხება ევროკავშირის როლს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის მიმართულებით. უაღრესად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ევროკავშირის ინსტრუმენტებს ამ მიმართულებით, როგორიცაა სპეციალური წარმომადგენელი, სადამკვირვებლო მისია, ევროკავშირის როლი ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში, ასევე ფინანსური ინსტრუმენტები, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს სამშვიდობო პროცესში. ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში", - აღნიშნა მინისტრმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)