|
2017-10-11 10:53:59, 1906 ნახვა
პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დონის დიალოგი იწყება
საქართველო-ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი, სტრატეგიული დონის დიალოგი იწყება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება გუშინ იქნა მიღებული. პრემიერის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, საქართველო ევროპის უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ხდება: „საქართველო-ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის, სტრატეგიული დონის დიალოგის დაწყების შესახებ პოზიტიური ამბავი მინდა გაცნობოთ. ეს საკითხი გუშინ გადაწყდა და ესაა უმნიშვნელოვანესი მიღწევა, ვინაიდან, პრაქტიკულად, ვხდებით ევროპის უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, ქვეყანა და ვფიქრობ, ეს არის ძალიან დიდი ხნის მიზანმიმართული მუშაობის შედეგი და, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის არის უდიდესი პატივი და ამავე დროს პასუხისმგებლობა. ეს არის უპრეცედენტო ნაბიჯი ასევე ევროკავშირის მხრიდან და ეს არის დამადასტურებელი ევროპის მხრიდან საქართველოს მიმართ დიდი ინტერესისა და რეგიონში უსაფრთხოების და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში საქართველოს როლის“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ ამ დიალოგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი იქნება რუსეთ- საქართველოს კონფლიქტი და მისი მშვიდობიანი გადაჭრის გზების ძიება: „ასევე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ტერორიზმი, რადიკალიზაცია, ექსტრემიზმი, ორგანიზებულ დანაშაულთან კოორდინირებული ბრძოლა და ა.შ. ეს სტრატეგიული დიალოგის ფორმატი იქნება გზა, რომ ჩვენ მივაღწიოთ მაქსიმალურ თავსებადობას ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სისტემასთან და სტრუქტურებთან“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)