|
2017-10-10 20:16:25, 2212 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: საკრებულოს წინ ოპოზიციამ იძალადა
„საკრებულოს წინ ოპოზიციამ იძალადა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს „ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საკრებულოს აქვს უფლება იმუშაოს, რის საშუალებასაც დღეს ოპოზიცია ამ ორგანოს არ აძლევდა. „საკრებულოს წინა სხდომაზე ოპოზიციამ შენობის გარშემო ობსტრუქცია მოაწყო, იძალადა და დააზიანა საკრებულოს ინფრასტრუქტურა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. ამის შემდეგ, დღევანდელ სხდომაზე წინასწარ იყო ოპოზიციის მხრიდან დაანონსებული, რომ უნდა ჩაშლილიყო დღევანდელი სხდომა. კანონში გარკვევით წერია, რომ ხალხის მიერ არჩეულ საკრებულოს აქვს უფლება იმუშაოს, განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილებები. ოპოზიცია დღეს სწორედ ამ უფლებას დაემუქრა და საკრებულომ მიიღო შესაბამისი ზომები და შენობაში შეუშვა მხოლოდ საკრებულოს წევრები, თანამშრომლები, მედიის და ომბუდსმენის წარმომადგენლები. საკრებულოს აღნიშნული გადაწყვეტილება კანონის სრული დაცვით იქნა მიღებული“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)