07:53 - 05 Jul, 2026
|
2017-10-10 16:03:51, 2406 ნახვა
მსოფლიო
ჰაკერებმა აშშ-სამხრეთ კორეის დოკუმენტი მოიპარეს, სადაც კიმ ჩენ ინის მკვლელობის გეგმაცაა გაწერილი
ჩრდილოკორეელმა ჰაკერებმა, სამხრეთ კორეის საიდუმლო დოკუმენტები მოიპარეს, რომელთა შორისაა კიმ ჩენ ინის მკვლელობის გეგმაც, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც სამხრეთ კორეელმა იურისტმა რე ჩელ ჰემ აღნიშნა, რომ მოპარული ინფორმაცია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში ინახებოდა და მასში, სამხრეთ კორეის და აშშ-ის მიერ შემუშავებული შესაძლო ომის გეგმაა. იურისტის ინფორმაცია, მოპარულია 235 გიგაბაიტის ზომის დოკუმენტი. მედია საშუალების ცნობით, სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. როგორც მედია წერს, ჰაკერული თავდასხმა გასული წლის სექტემბერში განხორციელდა. მაშინ სეული თავდასხმაში ფხენიანს ადანაშაულებდა, თუმცა არ აღნიშნა, თუ რა სახის მასალა იყო მოპარული.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)