|
2017-10-08 18:51:41, 2093 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, სუამის ფარგლებში სატრანსპორტო დერეფნის განვითარება უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია
„წლევანდელი წელი ნამდვილად გამოირჩევა განსაკუთრებული აქტივობით, სუამ-ის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრების შეხვედრა კიევში. მთავრობის ხელმძღვანელებმა მისცეს ახალი ბიძგი და იმპულსი სუამ-ის ფარგლებში სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებების კიდევ უფრო გააქტიურებას" – ასე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სუამ-ის საიუბილეო შეხვედრის დასრულების შემდგომ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტის მიერ სუამ-ის ფარგლებში თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ დასმულ კითხვას. საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ორგანიზაციის ფარგლებში მიღწეული იქნა მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას ეხება. „ეს იქნება მნიშვნელოვანი არამხოლოდ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისთვის, არამედ ეს იქნება მნიშვნელოვანი ასევე სატრანსპორტო კორიდორის შემდგომი გაძლიერებისა და გააქტიურებისთვის" - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მინისტრმა ხაზი გაუსვა სატრანსპორტო კორიდორის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ორგანიზაციისთვის და ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისთვის ეს უმთავრესი პრიორიტეტია. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, განხორციელდება შესაბამისი ქმედებები, რათა სატრანსპორტო კორიდორი გახდეს ეფექტური და ცნობადი გლობალური მასშტაბით. „სატრანსპორტო კორიდორს შეუძლია მხოლოდ სიკეთის, სტაბილურობის და განვითარების მოტანა მთლიანად რეგიონისთვის. ამ თანამშრომლობისთვის ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიწვევთ როგორც აღმოსავლეთით ასევე დასავლეთით ყველა დაინტერესებულ მხარეს" - განაცხადა ჯანელიძემ. მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს თავისუფალ სავაჭრო ზონასთან დაკავშირებით შესაბამის საიმპლემენტაციო შეთანხმებების გაფორმებაზე მუშაობა და წლის ბოლომდე შესაძლებელი იქნება პროცესის დასრულდება.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)