11:34 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-08 10:55:22, 887 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე სოფლის ფესტივალ "განდაგანას" ოჯახთან ერთად დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სოფლის ტურიზმის ფესტივალს „განდაგანას" ოჯახთან ერთად ესტუმრა,  პავილიონები დაათვალიერა და ფესტივალის მონაწილეებს გაესაუბრა.

 ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ სოფლად ტურიზმის განვითარება რეგიონის მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

ორდღიანი ფესტივალი ბათუმში გუშინ დასრულდა.

 სოფლის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, მხიარული შეჯიბრებები, მასტერკლასები და ფოლკლორ შოუ - მცირე ჩამონათვალია იმ ღონისძიებებისა, რასაც ფესტივალი სტუმრებს სთავაზობდა. ორი დღის განმავლობაში, მთიანი აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი პროდუქტებით, ხილით, ტკბილეულით, ხელნაკეთი ნივთებითა და ტრადიციებით ევროპის მოედანზე იყო წარმოდგენილი.

სოფლის ტურიზმის ფესტივალ „განდაგანას" მიზანი მთიანი აჭარის პოპულარიზაცია და წარმოჩენაა. ფესტივალი დაყოფილია თემატურ კუთხეებად - ღვინის, რძის პროდუქტების, ხილის, ბოსტნეულის, ტკბილეულისა და ხელნაკეთი ნივთების ზონებად. ს

ტუმრებს საშუალება ჰქონდათ ჩართულიყვნენ მხიარულ შეჯიბრებებსა და მასტერკლასებში.

დღის ბოლოს კი ფესტივალი ჯგუფ „ფრანის" კონცერტით დასრულდა.

ფესტივალი წელს ხალხმრავლობითა და უცხოელი ტურისტების სიმრავლით გამოირჩეოდა.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics