|
2017-10-07 15:22:53, 2718 ნახვა
მსოფლიო
დანიაში მოკლული შვედი ჟურნალისტის სხეულის ნაწილები იპოვეს
დანიის პოლიციამ მოკლული შვედი ჟურნალისტის, კიმ უოლის სხეულის ნაწილები იპოვა, - ამის შესახებ The Guardian იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მყვინთავებმა იპოვეს ჩანთები, რომლებშიც რეპორტიორის სხეულის ნაწილები და ტანსაცმელია მოთავსებული. მათ შორის ნაპოვნია ქალის თავიც. მედიის ცნობით, რამდენიმე დღის წინ დანიელ გამომგონებელს პეტერ მედსენს, რომელსაც ჟურნალისტის მკვლელობაში სდებენ ბრალს, ვიდეო აღმოუჩინეს, სადაც ჩანს, თუ როგორ კლავდა ქალს. შეგახსენებთ, რომ 10 აგვისტოს, საღამოს, დანიის დედაქალაქში, უოლი მედსენის მიერ შექმნილ წყალქვეშა ნავზე "ნაუტილუსზე" ავიდა, რომლის ჩაძირვის შემდეგაც, მხოლოდ გამომგონებლის გადარჩენა მოხერხდა. ხოლო ჟურნალისტის ცხედარი ვერ იპოვეს. რამდენიმე დღის შემდეგ გაჩნდა ვერსია, რომ ნავი თავად მედსენმა ჩაძირა, რათა მკვლელობის კვალი გაექრო. მოგვიანებით, თავმოჭრილი უოლის სხეული ნაპირზე აღმოაჩინეს. გამომგონებელი ამ დრომდე აცხადებს, რომ ჟურნალისტის მკვლელობასთან კავშირი არ აქვს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)