|
2017-10-05 12:53:13, 1926 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციას განმეორებით შეხვდება. როგორც „ექსპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, სამუშაო შეხვედრა ავლაბრის რეზიდენციაში 14:00 საათზე დაიწყება, თუმცა მედია სასახლეში შეხვედრას არ გააშუქებს. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტს შეხვდნენ, სადაც ასევე მიწვეული იყო მმართველი გუნდი, თუმცა „ქართული ოცნებისთვის“ პრეზიდენტთან შეხვედრის ეს ფორმატი მიუღებელი აღმოჩნდა. მათ სურდათ გიორგი მარგველაშვილს ოპოზიციური პარტიების გარეშე შეხვედროდნენ. პრეზიდენტმა მათთვის სასურველ ფორმატში შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა და ეს შეხვედრა გუშინ შედგა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პრეზიდენტი იზიარებს საჭიროებას, ვენეციის კომისიასთან შეთანხმებულ საკითხებზე ცვლილებები კონსტიტუციაში რაც შეიძლება მალე აისახოს. კერძოდ, საუბარია ბონუსის გაუქმებასა და ბლოკების ერთჯერადად დატოვებაზე. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციამ პრეზიდენტს სთხოვა, მმართველ გუნდთან ცალკე შეხვედრის შემთხვევაში, მათთან კონსულტაციები კვლავ გაემართა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)