|
2017-10-04 20:35:42, 2085 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ლადო ჭანტურიას რეკომენდაცია გაუწია
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოდან წარდგენილი სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა სამპირიანი სია მოიწონა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კომიტეტმა რეკომენდაცია ლადო ჭანტურიას გაუწია: „მიუხედავად ბევრი კრიტიკისა და სტრასბურგში საქართველოდან გაგზავნილი არაერთი კრიტიკული მოსაზრებისა, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ქვეყნის შიგნით ჩატარებული პროცედურისადმი არ დასმულა არასდროს შეკითხვები. ფაქტია ის, რომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში უნიკალურ მოდელი შეიქმნა შიდა ეროვნული საკონკურსო კომისიის, რომელშიც მონაწილეობს არასამთავრობო სექტორი, ადვოკატები, მონაწილეობს ომბუდსმენი, რაც სხვა წევრ სახელმწიფოებში არ ხდება. ამიტომაც, პროცედურა ამჯერადაც იყო შესაბამისი კონვენციის მოთხოვნებთან, ასე ჩათვალა კომიტეტმა და ასევე, ფაქტია, რომ კომიტეტმა მოიწონა ქვეყნიდან გაგზავნილი სამპირიანი სია. დღეს უკვე შევიტყეთ ის, რომ რეკომენდაცია გაეწია ლადო ჭანტურიას, რომელმაც კომიტეტში დამსწრე წევრების უმრავლესობა მოიპოვა და მოწონება დაიმსახურა. ამით მეორე ეტაპი დასრულდა და ვიწყებთ მესამე ეტაპს. მესამე ეტაპი, როგორც გვაცნობებენ, გაიმართება მომავალ კვირებში, სადაც უკვე საპარლამენტთაშორისო ასამბლეამ კენჭი უნდა უყაროს სამპირიან სიას და შეარჩიოს მათ შორის საუკეთესო კანდიდატი. მე იმედი მაქვს, რომ ასამბლეა კომიტეტის რეკომენდაციას გაითვალისწინებს", - აცხადებს იუსტიციის მინისტრი.
(NS)
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)