|
2017-10-04 14:58:07, 2312 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მ 15 კუბელი დიპლომატი გააძევა
ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ 15 კუბელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა, - ამის შესახებ ქვეყნის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა. როგორც Reuters-ი იუწყება, ოფიციალურმა ვაშინგტონმა შესაბამისი გადაწყვეტილება, ამერიკელ დიპლომატებზე სავარაუდოდ განხორციელებული "აკუსტიკური თავდასხმების" გამო მიიღო. თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ კუბა აღნიშნულ საკითხს საფუძვლიანად არ იძიებს. კუბელმა დიპლომატებმა აშშ კვირის ბოლომდე უნდა დატოვონ. ცნობისთვის, სექტემბერში ხუთმა რესპუბლიკელმა სენატორმა რექს ტილერსონს მიმართა და ყველა კუბელი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევება მოითხოვა. მათი შეფასებით, ისინი პერსონა ნონ გრატად უნდა გამოაცხადონ. ასეთი ზომები "აკუსტიკური თავდასხმების" საპასუხოდ მიიღეს, რომელიც სავარაუდოდ აგვისტოში კუბაში ამერიკელი დიპლომატიური მისიის თანამშრომლების მიმართ განხორციელდა. აშშ-ში აცხადებენ, რომ თავდასხმების შედეგად, სულ მცირე 16 დიპლომატი დაშავდა. კერძოდ კი, მათ ნერვული სისტემის განვითარების პრობლემები აღენიშნებათ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)