|
2017-10-04 12:10:09, 2302 ნახვა
მსოფლიო
ჰაკერებმა Yahoo-ს 3 მილიარდამდე მომხმარებლის ანგარიში გატეხეს
კომპანია Yahoo-ზე მორიგი ჰაკერული თავდასხმის შედეგად სულ მცირე 3 მილიარდი მომხმარებლის ანგარიში დაზიანდა, - ამის შესახებ Techcrunch იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ჰაკერებს ხელში შესაძლოა ისეთი პერსონალური ინფორმაციები ჩაუვარდათ, როგორებიცაა სახელი/გვარი, დაბადების თარიღი, ტელეფონის ნომერი და პაროლი. როგორც მედია წერს, ჰაკერებმა Yahoo 2013 წელს გატეხეს, თუმცა ამის აღმოჩენა მხოლოდ 2016 წელს მოხერხდა. მაშინ კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მხოლოდ 1 მილიარდამდე მომხმარებლის ანგარიში დაზიანდა, ახლა ამ რიცხვმა 3 მილიარდს მიაღწია. Yahoo-ში ვარაუდობენ, რომ კიბერთავდასხმის უკან სახელმწიფო დგას. მედიის ცნობით, ამერიკულ დაზვერვაში ვარაუდობენ, რომ კიბერთავდასხმა ერთ-ერთი სახელმწიფოს დაკვეთით ან მხარდაჭერით განხორციელდა, რადგან მომხდარი ფაქტი იმ კიბერთავდასხმებს ჰგავს, რომელსაც რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ჰაკერები ახორციელებენ. ცნობისთვის, ეს არის კიბერუსაფრთხოების ისტორიაში ყველაზე მსხვილი კიბერთავდასხმაა, რომლის შესახებაც ინფორმაცია გასაჯაროვდა. შეგახსენებთ, კომპანია Yahoo Incorporation-მა თავისი აქტივები Verizon Communication-ს მიმდინარე წლის 10 იანვარს მიჰყიდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)