|
2017-10-04 10:32:32, 2170 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: პრეზიდენტს შეუძლია პოზიტიური წვლილი შეიტანოს ვენეციის კომისიასთან მიღწეული შეთანხმების რეალიზებაში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შეხვედრაზე, რომელიც დღეს საპარლამენტო უმრავლესობასა და საქართველოს პრეზიდენტს შორის გაიმართება, იმ ორ საკითხზე ისაუბრებენ, რომელთან დაკავშირებითაც ვენეციის კომისიასთან შეთანხმებაა მიღწეული - ბონუსის გაუქმებასა და ბლოკების ერთჯერადად დატოვებაზე. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დისკუსია კონსტიტუციასთან დაკავშირებით დასრულებულია. „მოლაპარაკება, რომელიც გაიმართება დღეს უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის, შეეხება იმ ორ საკითხს, რომელიც არის მოაზრებული ჩვენი და ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობის შეთანხმებით. აქ საუბარია ბონუსის გაუქმებაზე და საუბარია ბლოკების ერთჯერადად დატოვებაზე. თუ გაიზიარებს ამ ყველაფერს პრეზიდენტი და თუ ხელს შეგვიწყობს ჩვენ ვენეციის კომისიასთან მიღწეული შეთანხმების რეალიზებაში, ამ შემთხვევაში, მას შეუძლია, პოზიტიური წვლილი შეიტანოს ამ პროცესში. თუ ამას არ გაიზიარებს, ამ შემთხვევაში, ჩვენ ჩვენი პროცედურებით, ჩვენი ინიციატივებით მაინც დავამტკიცებთ ცვლილებებს, რომელიც შეთანხმებულია ვენეციის კომისიასთან",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)