|
2017-10-03 14:35:25, 2273 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის გენპროკურორი სააკაშვილზე: საექსტრადიციო შემოწმებას კიდევ რამდენიმე კვირა დასჭირდება
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების პროცესის შეფერხების მიზეზები დაასახელა, - ამის შესახებ 112.ua იუწყება. როგორც ლუცენკომ აღნიშნა, იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილის ექსტრადირების საკითხს სწავლობს, ამას კი, მისივე თქმით, რამდენიმე კვირა დასჭირდება. "ვთვლი, რომ ექსტრადირების შეფერხებას ნამდვილად გააჩნია თავის მიზეზები. ბატონმა სააკაშვილმა, მას შემდეგ რაც ქვეყნის საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა, მან ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს საიმიგრაციო სამსახურში დოკუმენტაცია შეიტანა. აღნიშნული ფაქტი, აფერხებს ექსტრადირების პროცესს, რადგან ჩვენ საერთაშორისო ვალდებულებები გვაქვს დაკისრებული. ამ ყველაფერს დეტალურად განვიხილავთ. აღნიშნული პროცედურები რამდენიმე კვირას გასტანს. საექსტრადიციო შემოწმებამ უნდა დაადგინოს, ნამდვილად ედება თუ არა საქართველოში სააკაშვილს ბრალი მძიმე დანაშაულების ჩადენაში, რომლებიც უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსშიც არსებობს. ნათელია, რომ ამ კითხვაზე პასუხი იქნება დადებითი", - განაცხადა პროკურორმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)