|
2017-10-02 17:03:53, 2205 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი სამგორის დასახლებაში მოსახლეობას შეხვდა
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ისნის მე-10 საარჩევნო ოლქიდან, ლევან დავითაშვილი სამგორის დასახლებაში, 27-ე და 28- კორპუსების მცხოვრებლებს შეხვდა. ლევან დავითაშვილმა ადგილობრივებს ქალაქის განვითარების გეგმა გააცნო და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. როგორც მოსახლეობამ დეპუტატობის კანდიდატთან შეხვედრისას განაცხადა, მათ ძირითად საჭიროებას კორპუსის გადახურვა და სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია წარმოადგენს. თავის მხრივ, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ პრობლემები, რომელიც ამ კორპუსების მცხოვრებლებს აწუხებთ, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პროგრამაში გათვალისწინებულია. „ეს საკითხები ჩვენს პროგრამაში დეტალურადაა გაწერილი და შემიძლია მოსახლეობას პირობა მივცე, რომ ის საკმაოდ ოპერატიულად მოგვარდება. ამისთვის კი საჭიროა, 21 ოქტომბერს საზოგადოებამ მაქსიმალური აქტიურობა გამოიჩინოს და სწორი არჩევანი გააკეთოს“,-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
(NS)
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)