07:40 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-01 17:29:04, 1828 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: ადამიანის ბედნიერებაზე გადის სახელმწიფოს გამარჯვება, მისი პერსპექტივა და მომავალი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით 1 ოქტომბერი საქართველოში ადამიანის გამარჯვების დღეა. მან „ქართული ოცნების“ საარჩევნო რგოლის პრეზენტაციაზე შეკრებილებს ეს დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ადამიანის ღირსებაზე, მის ბედნიერებაზე გადის სახელმწიფოს გამარჯვება,  პერსპექტივა და მომავალი.

„დღეს არის გამარჯვების დღე-1 ოქტომბერი, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ადამიანებმა გაიმარჯვეს და სწორედ დღეს ვართ კიდევ ერთად და ერთად ვამბობთ, რომ ადამიანის ღირსებაზე, მის ბედნიერებაზე გადის სახელმწიფოს გამარჯვება, სახელმწიფოს პერსპექტივა და ქვეყნის მომავალი. ეს არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი და ის ვიდეორგოლი, რომელიც ჩემთვის პირადად არ არის ერთი პარტიის წინასაარჩევნო კლიპი, არამედ გაცილებით მეტია ამაზე, სწორედ ადამიანზე საუბრობს, საუბრობს ჩვენს ქვეყანაზე, რომელიც ძალიან ლამაზი ადამიანებისგან შედგება.სწორედ ასეთი ადამიანები არიან ისინი, ვინც ქმნიან ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო უკეთეს ხვალინდელ დღეს და მე ძალიან მიხარია, რომ როდესაც ამ ვიდეორგოლს ვნახავთ, შეუძლებელია, არ აივსო ჩვენი ქვეყნის სიყვარულით, შეუძლებელია არ იგრძნო მისი მაჯის ცემა, გულის ცემა და შეუძლებელია, არ მოგინდეს, რომ კიდევ უფრო მეტი გააკეთო ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ეს არის ჩვენი ქვეყანა, მისი ყველა კუთხე ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე, სილამაზეა და ჩვენ ყველანი ერთად ავაშენებთ იმ ულამაზეს ქვეყანას, რომელსაც ექნება თანამედროვე  განათლება, სოფელი იქნება წელში გამართული, სიყვარულით იქნება გაერთიანებული, იქნება პროგრესული და განვითარებული. ადამიანობის გამარჯვების დღეს გილოცავთ.  მჯერა ჩვენი ქვეყნის და მჯერა ჩვენი ხალხის, რომელიც არის სიყვარულით გაერთიანებული“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics