|
2017-09-30 19:02:46, 3080 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ტაბაღუა რუსთავში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მზადყოფნას გამოთქვამს
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რუსთავის მერობის კანდიდატი ირაკლი ტაბაღუა მმართველ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის. ირაკლი ტაბაღუა ქვემო ქართლის რეგიონის მერობის დანარჩენ ექვს კანდიდატთან ერთად, დღეს რუსთავში, პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა. „მადლობელი ვარ მმართველი გუნდის, რომელიც მაძლევს საშუალებას, ვიყო ქალაქ რუსთავის მერობის კანდიდატი და განვახორციელო ის ძირითადი პროექტები, რომელიც რუსთავისა და რუსთაველების კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული. ჩემს გუნდთან ერთად, მზად ვარ, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ. 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ მერობის კანდიდატი ქვემო ქართლის შვიდივე მუნიციპალიტეტში ეყოლება. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, რუსთავის მერობის კანდიდატი ირაკლი ტაბაღუა იქნება, გარდაბნის - რამაზ ბუდაღაშვილი, მარნეულის - თემურ აბაზოვი, ბოლნისის - დავით შერაზადიშვილი, დმანისის - გიორგი ტატუაშვილი, წალკის - ილია საბანაძე, ხოლო თეთრიწყაროს - გიორგი ქორიძე.
(NS)
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)