06:37 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-29 17:49:20, 2413 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი უმრავლესობასთან შეხვედრისთვის მზადაა

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, კონსტიტუციასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა.

მისივე შეფასებით, უშიშროების საბჭოს ფარგლებში შეხვედრა საკმაოდ კონსტრუქციული იყო. ამასთან, გიორგი მარგველაშვილი მმართველ გუნდთან  კონსტიტუციის საკითხზე შეხვედრის მზადყოფნას კვლავ გამოთქვამს:

"კონსტიტუციური საკითხები ამ უშიშროების საბჭოს სხდომაზე არ განხილულა. მზადყოფნა შეხვედრისთვის ჩვენი მხრიდან დაფიქსირებულია. სავსებით კონსტრუქციული იყო დღევანდელი შეხვედრა",- განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ,  კონსტიტუციურ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტმა 117 ხმით 26 სექტემბერს დაამტკიცა,  გიორგი მარგველაშვილმა "ქართულ ოცნებას" შეხვედრა შესთავაზა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics