06:36 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-28 18:09:48, 3074 ნახვა

პოლიტიკა
ხვალ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო ხვალ სხდომას გამართავს.

საბჭოს აპარატის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 15:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება.

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია შემდეგი საკითხების განხილვა:

1. საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა 2018 წლისათვის; 2. სამხედრო აღმშენებლობასა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა (2.1. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროგრესი; 2.2. საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა; 2.3. საქართველოს ეროვნული თავდაცვის გეგმის პროექტის საკვანძო საკითხები; 3. საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაბამისი ქვედანაყოფებისა და სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობა და იქ არსებული უსაფრთხოების გარემო; 4. რუსეთის ფედერაციის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული სამხედრო სწავლებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათი გავლენა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე; 5. მზადება ნატო-ს მომავალი სამიტისათვის.

საკითხების მომხსენებლები თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენშტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე იქნებიან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics