|
2017-09-28 10:48:53, 2324 ნახვა
მსოფლიო
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის ქვედა პალატა დაითხოვა
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ პარლამენტის ქვედა პალატა დაითხოვა, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, შესაბამისი გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ბირთული საფრთხის გამო მიიღო. კერძოდ კი, აბეს განმარტებით, ქვეყანაში 22 ოქტომბერს ვადამდელი არჩევნები ჩატარდება. „ეს იქნება არჩევნები, რომელიც მოითხოვს პასუხს კითხვაზე, როგორ დავიცვათ იაპონია და მისი მოქალაქეების მშვიდობიანი ცხოვრება. ამ არჩევნებმა იაპონიის მომავალი უნდა განსაზღვროს“,- განაცხადა აბემ. ოპოზიციამ აბეს გადაწყვეტილება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ პრემიერმა პარლამენტი მისთვის უხერხული გამოძიების შეწყვეტის გამო დაითხოვა. ცნობისთვის, საუბარია გამოძიებაზე, რომელმაც უნდა დაადგინოს სინძო აბეს კავშირი საგანმანათლებლო ორგანიზაციების უკანონო მაქინაციებთან.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)