23:09 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-27 11:21:53, 2141 ნახვა

ეკონომიკა
აჰმედ არსლანი: ახალ გამოწვევებს წარმატებით დავხვდებით და ყოველთვის თქვენს გვერდში ვიდგებით

,,ჩვენ ბევრ სფეროში თანამშრომლობის პოტენციალი გვაქვს და ეს პოტენციალი   ურთიერთსარგებლიანობის პრინციპით უნდა  ავითვისოთ,   ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ“,-ამის შესახებ  თურქეთის ტრასპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრმა აჰმედ არსლანმა  თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის  გახსნაზე  სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 
აჰმედ არსლანის თქმით,  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის  პროექტი, რომელიც ევროპას, კავკასიასა და შორეულ აღმოსავლეთს ერთმანეთთან დააკავშირებს. 
,,ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის ნავთობსადენი და ბოლოს, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტები ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის ყველაზე მნიშვნელოვანი კონკრეტული პროექტებია. ტრანსკასპიური გასასვლელების გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია და ეს მისცემს საშუალებას ქართულ პროდუქციას, რომ აღმოსავლეთის  ქვეყნების ბაზრებზე გავიდეს"- განაცხადა აჰმედ არსლანმა. 
თურქეთის ტრასპორტის მინისტრმა იმედი გამოთქვა,  რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალი ქართველ ხალხს წარმატებით მოემსახურება. 
,,დარწმუნებული ვარ, ეს არ იქნება საკმარისი, რადგან დიდი წარმატებები გელოდებათ წინ და ძალიან სწრაფად ვითარდება საჰაერო სფერო. ახალ გამოწვევებს წარმატებით დახვდებით, ჩვენ კი ყოველთვის თქვენს გვერდში ვიდგებით“- განაცხადა აჰმედ არსლანმა. 
(NS) 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics