|
2017-09-26 19:12:15, 2159 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონში ამომრჩევლებს შეხვდა
"ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან დავითაშვილი ვაზისუბნის დასახლების მე-2 მიკრორაიონის მე-20 კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. ამომრჩეველთან შეხვედრისას გამოიკვეთა რამდენიმე საჭიროება, მათ შორის, კორპუსთან არსებული სკვერის კეთილმოწყობა და საავტომობილო გზაზე სიჩქარის შემაკავებელი ბორცვების დამონტაჟება. „მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გუნდს და უშუალოდ თბილისის მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს გააჩნია დეტალურად ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა და ქალაქის განვითარების მკაფიო ხედვა, რომელიც ყველა უბანს შეეხება და რომელსაც აუცილებლად განვახორციელებთ. შეიქმნება სათანადო წინაპირობები იმისათვის, რომ გაუმჯობესება ყველა უბანზე აისახოს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. (NS)
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)