12:11 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-26 19:10:27, 2796 ნახვა

კომენტარი
ანა დოლიძე: კონსტიტუცია უნდა ყოფილიყო ყველასი და დღეს არავისი არ არის, გარდა ერთი პარტიისა

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუცია უნდა ყოფილიყო ყველასი და  მივიღეთ დოკუმენტი, რომელიც დღეს არავისი არ არის, გარდა "ქართული ოცნებისა".

"კონსტიტუციასთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია იყო თავიდანვე, რომ ახალი კონსტიტუცია უნდა ყოფილიყო დოკუმენტი, რომელიც იქნებოდა ყველასი - ყველას კუთვნილება, თუმცა სამწუხაროდ, დღეს ჩვენ მივიღეთ დოკუმენტი, რომელიც არავისი არ არის, გარდა ერთი პარტიისა.

ეს არის გაშვებული ისტორიული შანსი, რომ ერთხელ შექნილიყო თანხმობის კონსტიტუცია, თანხმობის დოკუმენტი და კიდევ ერთი ნაბიჯი გადაგვედგა დემოკრატიული წესწყობილებისკენ", - განაცხადა ანა დოლიძემ პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ცნობისთვის, პარლამენტმა დღეს კონსტიტუციური კანონპროექტები საბოლოო მოსმენით მიიღო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics