05:03 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-26 15:56:28, 2210 ნახვა

პოლიტიკა
ჩუგოშვილი მარშანიას: ეს უკვე არასერიოზულიც აღარ არის, სირცხვილია

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრ ადა მარშანიას გამონაკლისის სახით მიკროფონი კიდევ ერთხელ ჩაურთეს. მარშანია პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნასთან მივიდა და ირაკლი კობახიძეს   მუხლ 2-თან დაკავშირებით შეთანხმება შეახსენა.

კერძოდ, ადა მარშანიას განცხადებით, შეთანხმებულები იყვნენ, რომ კონსტიტუციაში ჩაიწერებოდა ფრაზა-საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზური და ქართული სახელმწიფო ენა დაცულია ორგანული კანონით.  მარშანიას თქმით, დარიგებულ მასალებში სხვა ჩანაწერია:

„თქვენი ტყუილები არ მთავრდება, კარგად მახსოვს ერთხმად შევთანხმდით იმაზე, რომ რედაქცია შეიცვლება.  მე-8 მუხლი იყო ძველი კონსტიტუციის, ახლა არის მუხლი მე-2.სახელმწიფო სიმბოლოები, მე-3 პუნქტი. ძველი რედაქციაა რატომღაც დარჩენილი, ეს სერიოზული საკითხია, საკითხი ეხება აფხაზურ ენას და ქართულ ენას აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. ჩვენი შემოთავაზებაა, საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, შემდეგი ფრაზა,  არავითარი ხოლო- აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზური და ქართული სახელმწიფო ენა დაცულია ორგანული კანონით. გახსოვთ ძველი უხერხული რედაქცია, რომელიც ჩვენ ერთხმად შევცვალეთ. დარიგებულ მასალებში რატომღაც ძველი რედაქციაა“,-აღნიშნა ადა  მარშანიამ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ადა მარშანიას რეგლამენტის დაცვისკენ მოუწოდა:

„ეს უკვე არასერიოზულიც აღარ არის, ქალბატონო ადა, სირცხვილია “,-მიმართა მარშანიას ჩუგოშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics