|
2017-09-26 15:28:50, 2154 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია: კონსტიტუციას, რომელსაც ვცლით თავი სააკაშვილის ადგას, ტანი კი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“
„ამ კონსტიტუციის შეცვლის აუცილებლობა რამ განაპირობა ეს ყველაზე კარგად იცის იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელმაც იძალადა ქვეყნის ძირითად კანონზე, როგორც ძალადობდნენ ადამიანებზე“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა. როგორც ბესელიამ აღნიშნა, წინამორბედი ხელისუფლება ისე ცვლიდა კონსტიტუციას, რომ არც არავის ეკითხებოდა. „სახელი ჰქვია იმ კონსტიტუციას, რომელსაც ჩვენ დღეს ვცვლით. თავი ადგას მიხეილ სააკაშვილის და ტანი არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“. ეს არის დღეს კონსტიტუცია, რომელსაც იმ დონის პოლიტიკური კრიზისების შექმნა შეუძლია, რომელიც ნებისმიერ დროს, ნებისმიერი თანამდებობის პირის ხელში არის უსერიოზულესი პოლიტიკური ინსტრუმენტი ამოაყირაოს ქვეყანა ერთ მშვენიერ დღეს. ამ ცვლილებებს როდესაც ვადარებთ რა პროცესი უძღოდა წინ წლების განმავლობაში, მე მაქვს 53 ცვლილება მახსოვს შეტანილი კონსტიტუციაში, რომელსაც ის პოლიტიკური ძალა ახორციელებდა, რომელიც გველაპარაკება ჩვენ კონსტიტუციაზე ძალადობის თაობაზე, რომელიც ისე ცვლიდა კონსტიტუციას, რომ არც არავის არ ელაპარაკებოდა, ვენეციის კომისიას მასხრად იგდებდა, იმ დროინდელი პრეზიდენტი მესიჯებს გვიკითხავდა პირდაპირ ეთერში როგორ ოხუნჯობდა ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან, მერე ვენეციის კომისიას შეცვლილ დოკუმენტს უგზავნიდნენ და კარს ჩაკეტავდნენ და არავის შიგნით არ უშვებდნენ“,-განაცხადა ბესელიამ. ცნობისთვის, პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით იხილავს. რიგგარეშე სხდომას, საკონსტიტუციო კომისიის წევრები, მთავრობის წარმომადგენლები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელები და NGO-ები ესწრებიან.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)