20:49 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-29 15:56:55, 417 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ რიგის სამიტზე საქართველოს პროგრესი ობიექტურად დაფასდება

პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა მოტივირებულია, რომ რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე დაფიქსირდეს საქართველოს მიღწევები და იმედოვნებს, რომ პროგრესი ობიექტურად დაფასდება.

„მოახლოებულია არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, მათ შორის რიგის სამიტი, EBRD-ის წლიური შეხვედრა, სადაც ჩამოდის 1500-ზე მეტი ბიზნესმენი, 63 ქვეყნის მაღალი რანგის დელეგაცია, 20 ფინანსთა მინისტრი, 15 ეკონომიკის მინისტრი, მათ შორის არიან რამდენიმე ქვეყნის ვიცე-პრემიერი, EBRD-ის პრეზიდენტი, ბორდის წევრები და ა.შ. ასევე, ახლოვდება აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ ინიცირებული ღია მმართველობის სამიტის ჩატარება თბილისში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ დღეს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს ესაუბრა, რომელმაც საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics