|
2017-09-25 14:42:06, 2171 ნახვა
პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კონსტიტუციური კანონის პროექტებს მესამე მოსმენით განიხილავენ
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კონსტიტუციური კანონის პროექტებს-საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ, მესამე მოსმენის ფარგლებში განიხილავენ. მომხსენებელი პარლამენტის სპიკერი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეა. ირაკლი კობახიძე ტექსტში მოცემულ შესწორებებზე საუბრობს. მან განმარტა, რომ მესამე მოსმენით დოკუმენტში მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნის შეტანაა შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, კობახიძის თქმით, ინიციატივის წესით პარლამენტში შეიტანენ ახალ პროექტს, რომლითაც გაუქმდება ე.წ. ბონუსის სისტემა და ერთჯერადად შენარჩუნდება 3%-იანი ბარიერის პირობებში, ბლოკები მომდევნო არჩევნებისთვის. „გვქონდა კონსულტაციები ვენეციის კომისიასთან, ვენეციის კომისიას ჰქონდა გარკვეული მოსაზრებები, რომელიც არ იყო სარედაქციო ხასიათის და ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა, რომ შესაბამისი შესწორებები შევიტანოთ უკვე წარმოდგენილ ცვლილებებში, ოღონდ ამას დასჭირდება ახალი პროცესი, დასჭირდება ახალი კონსტიტუციური კანონის ინიცირება. საქმე შეეხება ძირითად ორ საკითხს. ეს არის ბონუსის ამოღება ძირითადი ტექსტიდან და შეეხება ერთჯერადად საარჩევნო ბლოკების დატოვებას. ორივე არის არასარედაქციო შესწორება თავისი შინაარსით, აქედან გამომდინარე, ამისათვის დაგვჭირდება ახალი პროცესის ინიცირება და ახალი კონსტიტუციური კანონის წარდგენა საქართველოს პარლამენტში“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)