03:44 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-24 18:33:29, 2249 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე: მივესალმები ყველა ადამიანთან შეხვედრას, რა პროფესიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ის

„ზოგადად, როდესაც, შეხვედრა იგეგმება, ამის შესახებ ამომრჩევლებს ვაწვდით ინფორმაციას. შეკრებებზე მოსულ მოქალაქეებს შორის ზოგი მასწავლებელია, ზოგიც კერძო ან საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანი. პედაგოგებიც ამომრჩევლები არიან და მე მივესალმები ყველა ადამიანთან შეხვედრას, ვინც არ უნდა იყოს და რა პროფესიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ის", - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ რუსთავი 2-ის ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ეხებოდა.

 "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე მისულ ამომრჩეველს საჯაროდ, მედიის თანდასწრებით ჰკითხა, წარმოადგენდნენ თუ არა სასწავლო დაწესებულებებს, რაზეც მან უარყოფითი პასუხი მიიღო.

კახა კალაძე დღეს დიღმის მასივის მოსახლეობას შეხვდა და საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნო.

თბილისის მერობის კანდიდატი თბილისის სხვადასხვა რაიონისა და უბნის მოსახლეობას ყოველდღიურ რეჟიმში ხვდება და მათ საჭიროებებს ადგილზე ეცნობა.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics