|
2017-09-23 16:32:20, 2363 ნახვა
პოლიტიკა
კახა კახიშვილი ლატვიის იუსტიციის მინისტრს შეხვდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა ლატვიის იუსტიციის მინისტრ დზინტარს რასნაჩსა და ლატვიის აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო სტრუქტურების წარმომადგენლებისაგან შემდგარ დელეგაციას უმასპინძლა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარ საკითხებს საქართველოს მიერ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროებში გატარებული და დაგეგმილი რეფორმების გაცნობა, ასევე ლატვია-საქართველოს პარტნიორული კავშირების გაღრმავება წარმოადგენდა. კახა კახიშვილმა დელეგაციას საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. მინისტრის თქმით, ისტორიული წარსულთან ერთად, ორ ქვეყანას საერთო მისწრაფებები და ღირებულებები აკავშირებთ. მინისტრმა სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში გატარებული, ასევე, მიმდინარე რეფორმებისა და გეგმების შესახებ. მინისტრის განცხადებით, უწყების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა რესოციალიზაცია, პროფესიული განათლების მიღებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა წარმოადგენს. საუბარი შეეხო პენიტენციური ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებასა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასაც. კახა კახიშვილმა ლატვიის დელეგაციას მადლობა გადაუხადა რეფორმებით დაინტერესებისათვის და აღნიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და ლატვიის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გააქტიურდა და მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებში გადაიზარდა. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და ლატვიის იუსტიციის სამინისტროებს შორის გასულ წელს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემების ეფექტიანი მართვის, პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის, სარეაბილიტაციო მიდგომების, რესოციალიზაციისა და რეინტეგრაციის პროგრამებისა და პენიტენციური ჯანდაცვის შესახებ ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.
(NS)
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)