03:42 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-23 03:24:42, 2537 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ ხანდამაშვლი: სოფლის მეურნეობის და ტურიზმის განვითარება მუნიციპალიტეტის აღმშენებლობისთვის მნიშვნელოვანია

პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის’’ გურჯაანის მერობის კანდიდატმა არჩილ ხანდამაშვილმს მორიგი შეხვედრები სოფელ გურჯაანის, ჭანდრის, ვეჯინისა და ძირკოკის მოსახლეობასთან გამართა.

ქალაქ გურჯაანში კი სათნოების სახლის ბენეფიციარები მოინახულა. სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითრება ,,ქართული ოცნების“ გურჯაანის მერობის კანდიდატის , არჩილ ხანდამაშვლის აზრით, მუნიციპალიტეტის აღმშენებლობისთვის მნიშვნელოვანია. შეხვედრებზე გურჯაანელებმა ყურადღება გაამახვილეს სოფლის მეურნეობის განვითრების ხელშეწყობაზე და დაინტერესდნენ გაგრძელდება თუ არა სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო პროგრამების მხარდაჭერა.

,,გურჯაანი, ძირითადად, აგრარული მუნიციპალიტეტია. ჩვენი თანამოქალაქეების გარკვეულმა ნაწილმა ისარგებლა სოფლის მეურნეობის განვითრების ხელშემწყობი და შეღავათიანი აგროსესხების პროგრამებით. ისარგებლა აწარმოე საქართველოს პროგრამით და უამრავი საწარმო წარმატებით ფუნქციონირებს. თუმცა ინფორმაციის მეტი მიწოდება არ იქნება ურიგო და ამ მიმართულებით ძალიან სერიოზულად უნდა ვიმუშაოთ. თითოეულ გურჯაანელამდე უნდა მივიტანოთ ინფორმაცია იმ სიკეთეების შესახებ, რასაც სახელმწიფო თავის მოქალაქეებს სთავაზობს,“-აღნიშნა მერობის კანდიდატმა.

NS





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics