|
2017-09-23 02:54:27, 2466 ნახვა
პოლიტიკა
ვენეციის კომისია: პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ხელს შეუწყობს პლურალიზმს პარლამენტში
საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმის პროცესთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა გავრცელდა. დოკუმენტში რომელიც „ექსპრერსნიუმაც“ მიიღო აღნიშნულია, რომ ბონუს სისტემიდან პროპორციული გადანაწილების სისტემაზე გადასვლა ხელს შეუწყობს პლურალიზმს პარლამენტში და სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს ვენეციის კომისია მიესალმება საპარლამენტო უმრავლესობის მზადყოფნას, გადავიდეს ბონუს სისტემიდან პროპორციული განაწილების სისტემაზე იმ პარტიებისთვის, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ. ასეთი სისტემა ხელს შეუწყობს პლურალიზმს პარლამენტში და სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ აღნიშნული სისტემა დაუყოვნებლივ უნდა ამოქმედდეს. - ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში. ამასთან დასკვნაში აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისიის წინა პოზიტიური შეფასება, რომელიც ეხებოდა ძირითადად ამჟამინდელი შერეული პროპორციულ/მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩანაცვლებას ეხებოდა, შეიცავდა ასევე იმ სამი მექანიზმის კრიტიკას, რომლებიც პროპორციული საარჩევნო სისტემის ეფექტს მნიშვნელოვნად ზღუდავდა: 5-% ბარიერი საპარლამენტო არჩევნებში, პარტიული ბლოკების აკრძალვა და გადაუნაწილებელი მანდატების გადაცემა გამარჯვებული პარტიისთვის. „მცირე პარტიებისა და პლურალიზმისთვის ამ საზიანო სისტემის ეფექტის შეზღუდვის მიზნით, კომისია გამოვიდა რეკომენდაციით: პროპორციული გადანაწილება ყველა პარტიისთვის, რომელიც 5-პროცენტიან ბარიერს გადალახავს; ან გამარჯვებული პარტიისთვის გადანაწილებული ხმების რაოდენობაზე ზღვარის დაწესება; ან/და ბარიერის 2 ან 3 პროცენტამდე შემცირება.“ აღნიშნულია დასკვნაში. ვენეციის კომისიის წინასწარი, დასკვნა დღეს გავრცელდა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)