|
2017-09-22 12:51:23, 2134 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიისგან დადებით დასკვნას ელოდება
„ჩვენი მოლოდინი არის, რა თქმა უნდა, პოზიტიური, იქიდან გამომდინარე, რომ უკვე გვაქვს მიღებული წინა დასკვნა პროექტთან დაკავშირებით. იქ იყო ასახული 20-ზე მეტი რეკომენდაცია, რომელიც გავითვალისწინეთ",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ვენეციის კომისიის დასკვნაზე საუბრისას განუცხადა. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული დოკუმენტი ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს და ის სრულად თავსებადია სამართლებრივ პრინციპებთან. „ ახალი დოკუმენტი, ჩვენს მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებები უზრუნველყოფს ისეთი სისტემის ჩამოყალიბებას, რომლის პირობებშიც იქნება უზრუნველყოფილი ქვეყნის ძალიან გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარება. ეს არის ამ დოკუმენტის საერთო სულისკვეთება. მთლიანად არის თავსებადი ეს დოკუმენტი სამართლებრივ პრინციპებთან განსხვავებით იმ დოკუმენტისგან, იმ კონსტიტუციისგან, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დღეს მოქმედებს, აქედან გამომდინარე, ჩვენი მოლოდინი არის პოზიტიური",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)