|
2017-09-22 11:51:19, 2120 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში გენერალური ასამბლეის პრეზიდენტთან მიროსლავ ლაიჩაკთან გამართა შეხვედრა. საგარეო უწყების ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძემ მიროსლავ ლაიჩაკს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტობა მიულოცა და მას საქმიანობაში წარმატება უსურვა. ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა და აქტიური ჩართულობა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში, განსაკუთრებით კი 16-ე მიზნის იმპლემენტაციის პროცესში, სადაც შესაძლებელია საქართველოს მნიშვნელოვანი გამოცდილების გაზიარება. ამასთან, მიხეილ ჯანელიძემ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ასამბლეის პრეზიდენტს გაერო-ს რეფორმირების პროცესში, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტურ დაძლევას. „შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, მათ შორის საქართველოში კონფლიქტის საკითხს. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს საქართველოს მხარდაჭერისთვის გაეროს ფორმატში. მიროსლავ ლაიჩაკს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ რეგინებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის პრობლემატიკასა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე. გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკა და ომით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები“, - ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)