|
2017-09-22 10:55:44, 1997 ნახვა
პოლიტიკა
საქართველო ინოვაციური დაფინანსების მუდმივი სამდივნოს თავმჯდომარე გახდა
საქართველო პარიზში დაფუძნებული ინოვაციური დაფინანსების მუდმივი სამდივნოს ახალი თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, - მაღალი დონის ღონისძიებაში, რომელიც გაერო-ს შტაბბინაში გაიმართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო მონაწილეობა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას იმედი გამოთქვა, რომ მუდმივი სამდივნოს თავმჯდომარეობა საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ინოვაციური დაფინანსებისკენ მიმართულ გლობალურ საქმიანობაში. "ჩვენ დიდ იმედებს ვუკავშირებთ ამ ახალ როლს. ასევე გამოვთქვამთ იმედს, რომ გაეროსთან, მთავრობებთან, კერძო და სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორებთან ერთად ჩვენ შევძლებთ გლობალური მოქმედების გააქტიურებას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა ინოვაციური დაფინანსების წარმატებულ მაგალითად დაასახელა საქართველოს სოლიდარობის ფონდი - ინოვაციური დაფინანსების და მიკრო-ფილანთროპიის ინტეგრირებული პლატფორმა, რომელმაც სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდების მკურნალობის მიზნის გარშემო 60 ათასზე მეტი საჯარო მოხელე და 50 კომპანია გააერთიანა. საქართველოს, როგორც სამდივნოს თავმჯდომარეს, პროფესორი, პარლამენტის წევრი, საქართველოს სოლიდარობის ფონდის თანადამფუძნებელი და ყოფილი ხელმძღვანელი მარიამ ჯაში წარმოადგენს. მაღალი დონის ღონისძიება - "ინოვაციური დაფინანსების განმტკიცება 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნებისთვის", საფრანგეთისა და ინოვაციური დაფინანსების წამყვანი ჯგუფის მუდმივი სამდივნოს ორგანიზებით გაიმართა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)