|
2017-09-21 12:39:42, 2373 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონის მოსახლეობას შეხვდა
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან დავითაშვილი ამომრჩევლებთან შეხვედრებს ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს. დეპუტატობის კანდიდატი ამჯერად ვაზისუბნის დასახლების მეორე მიკრორაიონის მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ვაზისუბნის მოსახლეობისთვის ჯერჯერობით მთავარ გამოწვევად სოციალური, ინფრასტრუქტურული და სატრანსპორტო საკითხების მოგვარება რჩება. "ჩემთვის ამ პრობლემების შესახებ ცნობილია, ვინაიდან ამ უბანში ვარ გაზრდილი და აქ ვცხოვრობ. დეპუტატად არჩევის შემთხვევაში, თითოეული პრობლემის გადასაწყვეტად ძალ-ღონეს არ დავიშურებ. „ქართული ოცნების“ გუნდს და დედაქალაქის მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს აქვს სამოქმედო გეგმა, რომელიც თბილისის, მათ შორის, ვაზისუბნისა და მერვე ლეგიონის ინფრასტრუქტურას და მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. (NS)
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)