|
2017-09-21 10:45:08, 2327 ნახვა
კომენტარი
ლატვიის პრეზიდენტი: გაერო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარებაში უნდა ჩაერთოს
ლატვიის პრეზიდენტის რაიმონდს ვეიონისის განცხადებით, გაერო ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარებაში უნდა იყოს ჩართული, - ამის შესახებ ვეიონისმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. "ლატვია თვლის, რომ გაერო და ყველა სხვა რელევანტური რეგიონული აქტორი, ჩართული უნდა იყოს მთიანი ყარაბაღის, დნესტრისპირეთის, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარებაში", - განაცხადა ვეიონისმა. როგორც ლატვიის პრესიდენმა აღნიშნა, რუსეთის არაპროვოცირებული აგრესია მეზობლების მიმართ საერთაშორისო წესრიგის დარღვევაა. მან ოფიციალური მოსკოვი აღნიშნულის გამო გააკრიტიკა. რაც შეეხება უკრაინაში არსებულლ ვითარებას, ვეიონისის თქმით, ლატვიისთვის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენა პრიორიტეტს წარმოადგენს. "სახელმწიფოთა ტერიტორიულ მთლიანობას ყველა პატივისცემით უნდა მოეკიდოს და მათ შორის რუსეთის ფედერაციაც. უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილის ოკუპაციასა და ყირიმის უკანონო ანექსიას ვერასდროს დავეთანხმებით“, - განაცხადა რაიმონდს ვეიონისმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)