|
2017-09-20 18:17:10, 3306 ნახვა
პოლიტიკა
კვიციანი მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსების მიმართ ხუმრობები კონტრდაზვერვამ უნდა გამოიძიოს
„პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა ემზარ კვიციანმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ პოლიტიკოსების მიმართ გამოთქმული ხუმრობების ავტორები სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობენ. როგორც კვიციანმა აღნიშნა, ზოგიერთი ადამიანი ამ გზით პოლიტიკოსების დაშინებას ცდილობს და საკითხი გამოსაძიებელია. „ბატონმა, თავგასიებულს რომ ეძახიან, ღლიცინი დაიწყო, რომ თურმე გაერო სახელმწიფო მგონია. ორგანიზაცია, რომელთანაც დაახლოებით 15 წელიწადი ვთანამშრომლობდი. და ვანო ჯავახიშვილი მასწავლის, რა არის გაერო და რამდენი ქვეყანა არის ამ გაეროში წარმოდგენილი. გაეროს გააჩნია თავისი უსაფრთხოების სამსახური. ეს ვაჟბატონები გამოდიან და აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ პოლიტიკოსებმა ხმა ვერ ამოიღონ საქართველოში იმის შიშით, რომ არ დასცინონ მერე. არ არის ეს კონტრდაზვერვის გამოსაძიებელი? ისინი სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობენ“, - განაცხადა კვიციანმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)