|
2017-09-20 14:17:14, 2273 ნახვა
პოლიტიკა
საჯად კარიმის განაცხადებით, ევროპარლამენტში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის გამოსვლა არ იგეგმება
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარის, საჯად კარიმის განცხადებით, ევროპარლამენტში ოკუპირებული სამხრეთ-ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის გამოსვლა არ იგეგმება. ამის შესახებ მან პარლამენტში გამართულ პრეს-ბრიფინგზე განაცხადა. „საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მხარს ვუჭერთ და ამას ყოველთვის ცალსახად ვაცხადებთ. აღნიშნული საკითხის შესახებ მიმდინარე განხილვის დროს შევიტყეთ. ამ ეტაპზე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ევროპარლამენტში საქმიანობა არის ევროპარლამენტის წევრების და არა ყოფილი წევრების უფლებამოსილება. არანაირი ინფორმაცია არა გვაქვს, რომ ევროპარლამენტის მოქმედი წევრის მიერ ასეთი რამ იყოს დაგეგმილი. არ მინდა უხეში ვიყო, მაგრამ ამას ვიტყვი - ყოფილი პარლამენტარები, ალბათ, იმიტომ არიან ყოფილები, რომ ამას იმსახურებენ“, - განაცხადა საჯად კარიმმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)