01:54 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-20 13:51:26, 2204 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი გახარია: ჩვენს ექსპორტში ჩინეთის ბაზრის წილი მნიშვნელოვნად იზრდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში შანხაის ვიცე-მერს, ჭოუ ბოს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და ჩინეთთან გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ისაუბრეს. გიორგი გახარიამ და შანხაის ვიცე-მერმა ასევე  თბილისში ნოემბერში დაგეგმილი აბრეშუმის გზის ფორუმის მოსამზადებელი საკითხები განიხილეს. 

,,ჩინეთის მხრიდან საკმაოდ დიდი ინტერესია, განსაკუთრებით რამდენიმე დღის წინ უმსხვილეს კომპანია CEFC-სა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ. ჩვენ შანხაიში თავისუფალი ვაჭრობის ზონა დავათვალიერეთ, რომელიც ძალზედ შთამბეჭდავი იყო და ვფიქრობთ, რომ მათი გამოცდილება ჩვენთვის ძალიან მისაღებია. ჩინეთის მზარდი ბაზარი ჩვენს ექსპორტში,  მათი შემადგენელი ნაწილი იზრდება და უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო. ვფიქრობ, რომ ასეთი გაცვლითი შეხვედრები, რა დროსაც, როგორც დღეს გადავწყვიტეთ, იქმნება კონკრეტული სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ციფრებზე იმსჯელებენ, რაც ძალიან კარგი და სასარგებლო იქნება“-განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი დავით აფციაური ესწრებოდნენ. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics