21:03 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-16 13:29:08, 2456 ნახვა

მსოფლიო
ოდესის საბავშვო ბანაკში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 ბავშვი დაიღუპა - ოლქში გლოვაა გამოცხადებული

ოდესაში მდებარე საბავშვო ბანაკ "ვიქტორიაში" ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ორი ბავშვი დაიღუპა, - ამის შესახებ 112.UA იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ხანძარი გვიან ღამით, ადგილობრივი დროით 04:00 საათზე მოხდა. 

მედიის ცნობით, შენობაში მყოფი მოზარდების ევაკუაცია განხორციელდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ სამი მათგანი ალმოდებულ კორპუსში დარჩა. მათ რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. მეხანძრეებმა 2 ბავშვის ცხედარი შენობაში იპოვა, გოგონას ამ დრომდე ეძებენ. 3 ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

როგორც სააგენტო წერს, ბანაკში ხანძრის საწინააღმდეგო სიგნალიზაცია მწყობრიდან იყო გამოსული და არ მუშაობდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზების პოლიცია ადგენს. 

ადგილობრივმა ხელისუფლებამ მომხდართან დაკავშირებით გლოვა გამოაცხადა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics