09:13 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-15 13:32:41, 853 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძემ დღეს სოფელ ახოში განახლებული სკოლა გახსნა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ დღეს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოში განახლებული სკოლა გახსნა.

მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად სკოლის გახსნა ადგილობრივ მოსწავლეებს რეგიონის განათლების მინისტრმა ინგა შამილიშვილმა და მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით დუმბაძემ მიულოცა.

 საზეიმო გახსნის შემდეგ ზურაბ პატარაძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება პირველკლასელებთან ერთად სკოლის ყველა მოსწავლეს, მშობელს და პედაგოგს მიულოცა. მთავრობის თავმჯდომარემ სრულად რეაბილიტირებული სკოლის საკლასო ოთახები დაათვალიერა. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, განსაკუთრებით სასიხარულოა ზემომთიან აჭარაში სკოლების რებილიტაციისა და მშენებლობის საკითხი, რაც ხელს უწყობს მთაში მოსახლეობის დამაგრებას და მათი პირობების გაუმჯობესებას.

მაღალმთიან ქედაში მდებარე ახოს სკოლა აჭარის განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს ქვეპროგრამის „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება" ფარგლებში განახლდა. სკოლის სრული რეაბილიტაციისთვის ახოს საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის 380 000 ლარი გაიხარჯა. სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის ფარგლებში შეიცვალა იატაკები, კარ-ფანჯრები და სახურავი. პროექტის მიხედვით განხორციელდა ელქტროტექნიკური, წყალ-კანალიზაციის, სახანძრო სისტემის და ცენტრალური გათბობის მოწყობის სამუშაოები. 

სკოლაში 67 მოსწავლესთან 17 პედაგოგი მუშაობს.

აჭარაში წელს 5383 პირველკლასელი დარეგისტრირდა. აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, ახალ სასწავლო წელს გაიხსნება 2 ახალაშენებული სკოლა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ აგარასა და შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოში;

2017 წელს დაიწყო და 2018 წელს დასრულდება 5 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა (ტუნაძეები, მაწყვალთა, ბათუმის N23, სარფი და განახლება). 2017 წელს სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდება 24 საჯარო სკოლას.

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics